xalxis_mteri's Journal
[Most Recent Entries]
[Calendar View]
[Friends]
Below are the 20 most recent journal entries recorded in
xalxis_mteri's LiveJournal:
[ << Previous 20 ]
| Saturday, October 24th, 2015 | | 8:46 pm |
| | Thursday, November 3rd, 2005 | | 2:02 pm |
ხო, კიდევ გუშინ ვიყავი მეცნიერებათა აკადემიის რეფორმისადმი მიძღვნილ სხდომაზე... აკადემიკოსებმა დახურეს. განსაკუთრებით მარიკა ლორთქიფანიძემ და შოთა ნადირაშვილმა. ამდენი სისულელე ერთად სასაცილო იქნობოდა, ამ ხნის რომ არ იყვნენ, და გადაწყვეტილებებებს რომ არ იღებდნენ კიდევ. მერე კიდევ ს.მ თქვა, ჩემზე, უფრო სწორად ჩემს შვილზე ამბობენო, რომ სკოლაში ბავშვებს მობილურებს ართმევსო. ბავშვი ჯერ სამი წლისაა... ჭორი მაგარი რამე საერთოდ... განსაკუთრებით დაყრილი... ნუ მოკლედ ეგ ერის ქაჯობა პირდაპირი, და არა გადატანითი მნიშვნელობით ანუ უხილავი ბოროტი. | | 1:59 pm |
'ვაზისუბანში კლონირებულები'
გუშინ თ.მ კარგად მაცინა. ბ.ს ახალი ხუმრობა, განსაკუთრებით იმ ხალხის შესახებ, რომლებიც სალომე ზურაბიშვილმა ქაჯებად მოიხსენია. უყურებდა ბ. ტელევიზორს, და ბოლოს თქვა, რა ხალხია კაცო, ან მამა არ ყოლიათ ან ბაბუა, ეტყობა ვაზისუბანში არიან კლონირებულებიო. ცოტა არ იყოს სნობურია, მაგრამ კი ვიცინე ბევრი. არჩილი და ჩ. ისედაც სნობს მეძახდნენ, ადრე ყოველ შემთხვევაში. ნუ მოკლედ... ტტტ, ბოდიში რომ სახელი არ გითხარი:-)) | | Sunday, October 23rd, 2005 | | 8:09 am |
| | Friday, October 21st, 2005 | | 3:11 pm |
ქაჯების ისტორია, ტომი 2. ახლა გლობალურ ქაჯებზე. ძველი ანეკდოტი გახსოვთ, კაცი რომ მიდის აფთიაქში და ჩემი ზომა პრეზერვატივი მომეცითო რომ ეუბნება? აღმოჩნდა, რომ სინამდვილე და ანეკდოტი თურმე არც ისე შორს არის ერთმანეთისგან. აგერ ბატონო http://newsru.com/world/21oct2005/penis.htmlმაგრამ ქაჯი ამ ისტორიის პერსონაჟი კი არ არის, არამედ (როგორც მიხვდით) მისი მასწავლებლები! | | Thursday, October 20th, 2005 | | 9:41 am |
გაგრძელება
საიდან მოვიდნენ ქაჯები. ერთხელ ადრე (ისტორიულ მატერიალიზმამდე, უფრო სწორედ კი სწორედ ისტორიული მატერიალიზმის დროს ანუ ე. შევარდნაძის ხანაში) კოტე ყუბანეიშვილმა თქვა, საქართველო ნესტან-დარეჯანს ჰგავს, იმიტომ რომ ქაჯების ხელში არისო. ძნელია არ დაეთანხმო კოტე ყუბანეიშვილს. და თქვენ გგონიათ სად წავიდნენ ქაჯები რევოლუციის შემდეგ, გაქრნენ? არა, არ გამქრალან, სადაც ადრე იყვნენ, ეხლაც იქ არიან. ანუ საქართველო დღესაც ქაჯების ხელშია. და იცით რატომ? იმიტომ რომ ყველანი (ნუ სულ ყველანი არა, მაგრამ უმეტესობა) ქაჯები (ანუ გოიმები) ვართ. გოიმობა და ქაჯობა საქართველოს ფუნდამენტური პრობლემაა, და აი ამას რა რევოლუცია უშველის, მე ჯერ კარგად არ ვიცი! | | 8:08 am |
პოლიტიკური სტეიტმენტი
ვეთანხმები სალომე ზურაბიშვილს. საქართველოს პარლამენტის 95% შედგება ქაჯებისგან, და რაც უფრო მალე დაიშლება მით უკეთესი. მთავარი ქაჯი არის ნინო ბურჯანაძე, რომლისთვისაც ყველაზე იდეალური პოსტი იქნებოდა მშობლიური ქ. ქუთაისის მერობა. ამ ქვეყანაში სულ უფრო ნაკლებად ფასდებიან პროფესიონალები და სულ უფრო მეტად ისევ ძველი ყაიდის მამაძაღლები. | | Tuesday, October 18th, 2005 | | 2:00 pm |
| | 10:54 am |
მოგზაურობა ყარაბახში
ხალხნო, პრიველ რიგში - იკითხეთ ეს ბლოგი (ერთადერთი ნორმალური ქართული ბლოგი, ანუ ისეთი როგორიც უნდა იყოს ბლოგი). ახლა კი ცოტა რამ ფილმზე 'მოგზაურობა ყარაბახში' - http://dgiuri.blogspot.com/2005/10/blog-post_17.htmlამას დავურთავ ჩემს, ასე ვთქვათ და მოსაზრებებს. კინო კარგია. ნუ მაგარი არ არის მაგრამ კარგია. არჩილმა გუშინ თქვა, რომ ირანელები იმიტომ იღებენ კარგ კინოებს, რომ თავის თავზე იღებენო. (მართლა იღებენ). მართალს ამბობს, იმიტომ რომ რაღაც სიმართლეზე პრეტენზია მაშინ გაქვს, როდესაც შენს თავზე ლაპარაკობ, თანაც შეძლებისდაგვარად პატიოსნად. და საერთოდ, გარშემო ყველა თუ დაანებებს თავს რაღაცის მიბაძვას, რასაც ქართველები საუკუნეების განმავლობაში აკეთებდნენ, იშვიათი გამონაკლისების გარდა. ფილმში მგონი ორი მნიშვნელოვანი რაღაცა არის დაკარგული წიგნისგან განსხვავებით. სიყვარული ნამეტანი მოუხერხებლად, ან თუ გნებავად უხერხულად არის ნაჩვენები. მოკლედ არ გამოვიდა. და მეორე, სულ არ ჩანს ის, რაც წიგნში ყველაზე მეტად მომწონს, ის რომ გიო, რომელიც ყარაბახამდე ჩვეულებრივი თბილისელი ბიჭია, ოჯახის და კონვენციების ავტორიტეტებს მიბმული, ყარაბახიდან პიროვნებად ბრუნდება. ფილმში კი აკცენტი უფრო მოვლენებზეა გაკეთებული, ვიდრე ამ ცვლილებაზე. ისე ფილმს გოგლიკო უფრო ქაჩავს ვიდრე გიო. სხვამხრივ, მეც გირჩევთ, ნახეთ. | | Sunday, October 16th, 2005 | | 9:24 am |
| | Monday, September 26th, 2005 | | 8:21 am |
ჰოო, და კიდევ ერთი საიტი, _ttt_ ს 'ნაკოლით' (ღმერთო რა საშინელია ქართული სლენგი) http://literatura.ge/საიტს ამშვენებს ცნობილი პოეტის შ. რუსთაველის პორტრეტი, შიგნით კი მოთავსებულია ისეთი რამ, რასაც პირობითად 'უცნობ მწერალთა ენციკლოპედია' შეიძლება ეწოდოს. მაგრამ ეგ არაფერი, გაიცნობთ ნელა-ნელა. ისე ნიკუშა არევაძე ლექსებს თუ წერდა არ ვიცოდი. სოხუმური პოეზიის კლასიკოსის გავლენა თუ არის, ნეტავი? აი მაგალითად - ამას მისტიური ლირიკა ქვია, ანუ სამარშრუტო ტაქსი ნომერი ორი - რუსთაველი-გურამიშვილი-ბარათაშვილი-ნიკუშა. http://literatura.ge/nika%20arevaZe_metamorfoza_1127574770740.htm?HN=0ლექსი მთავრდება ასე (ვისაც დაგეზარებათ ლინკის გახსნა) ნახატი ტუჩებს - თითქოს მუდმივი ძილიდან - ახელს/ როგორ ვიქეცი ლექსად - და არ ვაკოცე! - მიკვირს. ისე ჯობდა გეკოცნა, ნიკუშ ჯან, ხანდახან კოცნა უფრო პოეტურია, ვიდრე ზოგიერთი ლექსი :-)) დანარჩენებს ნელა ნელა, ასე ვთქვათ, მიმოვიხილავთ :-)) | | 8:06 am |
ბლოგები, წიგნები
აგერ ბატონო, კიდევ ერთი ქართული ბლოგი. http://geocities.com/terariumi/კარგად ინფორმირებული წყაროები იუწყებიან, რომ იგი ეკუთვნის გიგი გულედანს, რომელსაც ქართული ლიტერატურის მკითხველი იცნობს წიგნით 'კამფეტები, ანანასი'. წიგნის ყდაზე მ-ს წითელი ხაზი მაქვს გასმული, რასაც აქ ტექნიკური მიზეზებით ვერ ვაკეთებ. თუ მოვიცალე, შეიძლება წიგნზეც ვთქვა რამე. ეს წიგნი დამრჩა ერთხელ ჩემს მეგობარ გ.მ.-სთან, იმანაც უსაქმურობით წაიკითხა და მერე მითხრა დაწვა მომინდაო. ეს მეორე წიგნია რომლის დაწვაც გ.მ.-ს მოუნდა. პირველი ბაბუაჩემის წიგნი იყო, რაც მის შესანიშნავ ლიტარატურულ გემოვნებაზე მეტყველებს (არ ვხუმრობ) :-). მაგრამ ისე წაიკითხეთ, იმიტომ რომ, როგორც გუშინ პრეზიდენტმა სააკაშვილმა ასწავლა პრიველკურსელებს, არასოდეს მიიღოთ სხვისი აზრი (ჩემიც კი) კრიტიკის გარეშე :-) რაც შეეხება თვითონ ბლოგს, იგი წარმოადგენს მედიის ფილტრით დანახული ქართული (უფრო თბილისური) რეალობის რეფლექსიის მცდელობას. | | Sunday, September 25th, 2005 | | 8:47 am |
| | Saturday, September 24th, 2005 | | 7:17 am |
ნამეტნავად პათეტიკურად კი გამომსვლია გუშინ ღამით :-))დაღლის ბრალია არად, და მეორედ აღარ განმეორდება;-) | | Friday, September 23rd, 2005 | | 7:14 pm |
აკაკი გარდა შესანიშნავი პოეტობისა, ძალიან ჭკვიანი კაცი იყო. ჭკვიანი კი არა ბრძენი. როდესაც ილია მოკლეს, მას დიდი დრო არ დასჭირვებია დამნაშავის საძებნელად, პირდაპირ მიაგნო, თანაც უშეცდომოდ. ყველას ემახსოვრება მისი სიტყვა ილიას დასაფლავებაზე 'ფურთხის ღირსი ხარ შენ საქართველოვ'. აკაკის კი შეეძლო ეთქვა, რა მოხდა, სად არ მოუკლავთ პოლიტიკოსები და გვირგვინიანი თუ უგვირგვინო მეფეებიც კი, ასეთი რამ მსოფლიოში მრავლად ხდება, და ამის გამო ეხლა მთელ ქართველ ერს ხომ არ დავაბრალებთ უზნეობასო, მაგრამ არ თქვა. არ თქვა იმიტომ, რომ დამნაშავე - სხვათა შორის როგორც ყოველთვის - ქართული საზოგადოება იყო, რომელსაც ხშირად უყვარს თავის მოკატუნება, ჩვენ რა შუაში ვართ, ჩვენ კარგები ვართ და თოთო-ოროლა მამაძაღლი სად არ არის, ჩვენთან რომ არ იყოსო. ამგვარი საქციელი, ჩემი აზრით, უბრალოდ პასუხისმგებლობისაგან გაქცევა და მისი სხვისთვის გადაბრალებაა. ამიტომ როდესაც რამეს განვსჯი, პირველ რიგში განვსჯი ქართულ საზოგადოებას, როგორც მისი წევრი, ანუ ჩემს თავსაც, და ჩემი თავის განსჯის უფლება არა მგონია ვინმემ დააყენოს ეჭვს ქვეშ. როდესაც ქვეყანაში რამე ხდება, ცუდიც და კარგიც, ძალაუნებურედ ამის თანამონაწილე ყველა ის ადამიანი ხდება, ვინც თავს საზოგადოების წევრად მიიჩნევს და არაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ასეთი რამ არ მოხდეს. სანამ საქართველოში იარსებებს ვიღაც მამაძაღლი, რომელიც ფეხმოტეხილ ტურისტს გააუპატიურებს, მე გამიჭირდება თქმა საქართველო სტუმართმოყვარე ქვეყანა არის თქო. დღეს მე ბევრი რამე არ მომწონს საქართველოში, და ვინაიდან მინდა, რომ ეს ბევრი რამ შეიცვალოს უკეთესობისკენ, საჭიროდ და ხანდახან აუცილებლად მიმაჩნია ამაზე ლაპარაკი. | | Thursday, September 22nd, 2005 | | 8:36 am |
გესტ ანდ ჰოსტ, ანუ სტუმარ-მასპინძელი
თანამედროვე პოემა ენ პროზ სტუმარ-მასპინძელი გემახსოვრებათ, სკოლიდან მაინც 'დღეს სტუმარი ხარ შენ ჩემი, თუნდ ზღვა გემართოს სისხლისა' და რამე. ქართველები, ყოველ შემთხვევაში იმ სადღეგრძელოებში, რომლებსაც ყოველ დღე ჩვენს თავს ვეუბნებით, საერთოდ უნიკალური ხომ ვართ და ვართ, მაგრამ განსაკუთრებით სტუმართმოყვარეობით გამოვირჩევით ყველა დანარჩენი დიდი თუ მცირე ერისგან. (ისე ზემოთ მოყვანილ სიტყვებს 'სტუმარ-მასპინძელში' ქისტი, ანუ ჩეჩენი (ტერორისტი) ჯოყოლა ალხასტაისძე ამბობს, მაგამ ამას ამწუთას არ აქვს ჩვენთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა. ახლა კი ხევსურეთიდენ საქართველოს სხვა, არანაკლებ ლამაზ მაღალმთიან რეგიონში, როგორც ჩვენი ტელევიზორი იტყვის ხოლმე, გადავინაცვლოთ. ალბათ მიხვდით, რომ სვანეთზე ვსაუბრობ. ლამაზი რომ არის სვანეთი ალბათ ტურისტებსაც ამიტომ იზიდავს მრავალგვარი ხიფათის და მიუხედავად. ერთხელაც, ერთ ამერიკელ ქალბატონს თუ ქალიშვილს გადაუწყვეტია სვანეთის მონახულება. ის ამერიკელი - ისე ამერიკელები ძალიან გვიყვარს ქართველებს და თერთმეტი სექტემბრის ტერაქტის მსხვერპლთა სახელობის სამხედრო ცენტრი და ჯორჯ ბუშის ქუჩაც კი გვაქვს თბილისში, რომლითაც ღვთისმშობლის წილხვედრილ ქვეყანაში თავისუფლებამ შემოაბიჯა, იმავე ჯორჯ ბუშის (უმცროსის) სახით, რასაც ე.წ. ბილბორდებიც გვიდასტურებენ, რომლებზეც ზემოხსენებული ჯორჯ ბუში მიხეილ სააკაშვილთან (და ხანდახან სანდრა რულოვსთან) ერთად არის გამოსახული და რომლებსაც ამშვენებს ტექსტი 'თავისუფლება დღეს ჩვენი', ვინც არ იცით, საქართველოს ჰიბრიდული ჰიმნიდან - მოკლედ, ის ამერიკელი ალპინისტი ყოფილა და ადგილობრივი, ანუ სვანი გამყოლიც დაუქირავებია. მოკლედ დადიოდნენ წინ და უკან ამერიკელი ალპინისტი და მისი გამყოლი. ალპინისტი მთებს შესცქეროდა და იძახდა გორჯოს, გორჯოსო, ხოლო რას შესცქეროდა სვანი ჯერ არ ვიტყვით, მაგრამ ისიც იგივეს ფიქრობდა ალბათ, სვანურად ან ქართულად. ბევრი იარეს თუ ცოტა, ამერიკელ ალპინისტს ფეხი დაუცდა და მოსტყდა (თუ იღრძო, ეს მატიანეს ზუსტად არ შემოუნახავს), მოკლედ სიარულის უნარი დაკარგა. ჰოდა შესძახა ამ ამერიკელმა, ვთქვათ კელიმ ან ეიპრილმა, მიშველე ჩემო ვთქვათ ბეთქილო და გამიყვანე სამშვიდობოსო. ჰოდა ამ ვთქვათ ბეთქილმაც გადაწყვიტა ეშველა, ოღონდ თავისებურად. შეიხსნა ქამარი, ხოლე შემდეგ შარვლის ღილები, ან თუნდაც ელვა ანუ ზმეიკა, შემდეგ კი ამ თქვენს კელისაც ან ეიპრილსაც გახადა ზედმეტი ტანსაცმელი ტანს ქვემოთ (ცხელა ხოლმე მთაში მზეზე ხანდახან, ამიტომ ალბათ), და დახმარების საძებნელად მხოლოდ მას შემგდეგ წავიდა რაც...., მიხვედრილი ხალხი ხართ, მიხვდით ალბათ. აი ასე დაუდასტურა ჩვენმა ვთქვათ ბეთქილმა ჩვენს ვთქვათ კელის ან ეიპრილს ქართული სტუმართმოყვარეობის უდაო უპირატესობა ყველა სხვა ერისაზე და ქართულ ამერიკული მეგობრობის უდიდესი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობა. | | Wednesday, September 21st, 2005 | | 6:59 am |
| | Monday, September 19th, 2005 | | 8:38 am |
ოჰ, რა ცუდი სიტყვაა ტუსოვკა! მაგრამ ამაზე მოგვიანებით. | | Sunday, September 18th, 2005 | | 8:37 am |
ტურიზმი
ისიც კია უცნაური, საკუთარ ქვეყანაში ტურისტად რომ გიწევს მოგზაურობა. თუმცა, ამ საკითხს რომ ჩავუღრმავდეთ - ჩაღრმავებისთვის კი ცოტა არ იყოს ადრეა - ჯერ ერთი რომ 'ყველანი წუთისოფლის ტურისტები ვართ' და მეორე, რომ არის კი არა რამე ჩვენი საკუთარი? მით უმეტეს ქვეყანა? არა ჯუზეპე გარიბალდი კი გაიძახოდა ვისია იტალია ? და ჩვენიაო , და ჩვენც, ანუ ქართველები, კი ვმღერივართ ჩვენია, ჩვენია ქალი ლამაზიო, მაგრამ მაინც... ამას წინ ამხანაგი შემხვდა, დიდი ხნის უნახავი, უფრო სწორად კი ამხანაგის ძმა, თუმცა იმასაც ამხანაგი ეთქმის ალბათ, რომელმაც ასე ტურისტად იმოგზაურა რაჭაში, იქამდე საქართველოს ექვსი წლის უნახავმა, და თურმე რა ქვეყანა გვქონიაო. ისე, მაშინ უფრო მოგწონს ალბათ ტურისტად რომ ჩამოდიხარ, თორემ იქ რომ ცხოვრობ, იტყვი მერე ვალიკო მიზანდარივით ნიჩეგო ოსობენნოგოო. ხოდა მეც გადავწყვიტე ტურისტად წასვლა მთა-თუშეთში 25 დოლარად ღამეში თავისი ჭამა-სმით, ანუ ტურისტულ ენაზე სრული პანსიონით. კარგ დალოცვილ ოჯახში კი მოვხვდი. ისე მართლა ლამაზი კი არი. მაგრამ სიტყვა ლამაზი რისი მთქმელია? | | 8:36 am |
ენით დაკოდილი - ოღონდ სხვა მნიშვნელობით
ისე, უცნაურია, რომ სხვადასხვა ენაზე რომ გიწევს წერა, თითქოს მთლად ერთი და იგივე ადამიანი მაინც ვერ ხარ, ან არ ხარ და ის ენა, რომელზეც იმ წუთას წერ და ფიქრობ, მაინც თავის ჭკუაზე გატარებს, ენაზე თუ ითქმის საერთოდ ჭკუა აქვსო. რა ვიცი, შეიძლება არც არის საერთოდ უცნაუი, მაგრამ კია ასე. |
[ << Previous 20 ]
|